ყველა საპარეზზე ბრძოლას თავისი შედეგი აქვს, თუ ვსარგებლობთ მანდატით, ბოლომდე უნდა ვისარგებლოთ - დეკანოიძე
თუ ვსარგებლობთ მანდატით, ბოლომდე უნდა ვისარგებლოთ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ყვალა საპარეზზე ბრძოლას თავისი შედეგი აქვს".
ძალიან მყარად მწამს და მჯერა, ყვალა საპარეზზე ბრძოლას თავისი შედეგი აქვს. როგორც პარლამენტში, საკრებულოში, ქუჩაში და ნამდვილად არ უშლის არც პარლამენტში ადამიანებისთვის ახსნა, რას ნიშნავს ის, რომ რუსული კანონმდებლობა მიიღონ, იმას რაც ხდება ქუჩაში. ეს არის ჩემი მყარი პოზიცია. ასევე ჩემი პოზიციაა, ის რომ თუ ვსარგებლობთ მანდატით, ბოლომდე უნდა ვისარგებლოთ და რეალურად, ბოიკოტი არის ნახევრად სამუშაო პროცესი"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძლება, ბოიკოტი შეწყვიტოს და საპარლამენტო საქმინობას დაუბრუნდეს. ამის შესახებ "მაკა ანდრონიკაშვილის დღის ამბებში" ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ანტიევროპული კანონის შემოტანა საქართველოში არის ის საკითხი, რის გამოც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წევრები საკანონმდებლო ორგანოს უნდა დაუბრუნდნენ, რადგან ეს საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანია.