ნულოვანი ინტელექტუალური რესურსი აქვთ, პარლამეტში 25 ხაბეიშვილი შემოვა - კობახიძე
ნულოვანი ინტელექტუალური რესურსი აქვთ, ვერც ქუჩაში ხედავენ რესურსს, ვერც პარლამენტში და ამიტომ დარბიან პარლამენტსა და ქუჩას შორის - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ენმ-ის მიერ ბოკოტის შესაძლო შეწყვეტას.
მისი თქმით, ენმ-ს "ინტელექტუალური რესურსი არის ნულის ტოლია"
გასვლამ არაფერი მისცათ, ახლა შემოვლენ, მერე ისევ ვერაფერს მიიღებენ და გავლენ, მერე ისევ შემოვლენ და ა.შ. ქუჩიდან ვერაფერს იღებენ, რადგან ქუჩაში ხალხის რესურსი გჭირდება და ხალხი მათ მხარს არ უჭერს, პარასკევს "ხაბეს" აქცია გაიმართება და ვნახოთ, რამდენი კაცი მივა, პარლამენტს რაც შეეხება, მათი ინტელექტუალური რესურსი არის ნულის ტოლი. ეს არის ხაბეიშვილების ფრაქცია, აქ უნდა შემოვიდეს 25 ხაბეიშვილი და ნულოვანი ინტელექტუალური რესურსი აქვთ, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და რაიმე გონივრული თქვან სხდომაზე. ვერც ქუჩაში ხედავენ რესურსს, ვერც პარლამენტში და ამიტომ დარბიან პარლამენტს და ქუჩას შორის. ეს გაგრძელდება და ეს არის მათი სისუსტე,"- განაცხადა კობახიძემ.