"შეწყვიტე დუმილი" - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს ვიზიტი ბელარუსის პრეზიდენტთან და საქართველოს ხელისუფლების დუმილი - დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია ჩაინიშნა.
სამოქალაქო აქტივისტები უწყებასთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან და ხელისუფლებას რეაგირებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ.
ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
ბელარუსში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.