"უჩვენოდ თავს კარგად გრძნობენ" - ხაბეიშვილის ფლანგმა მელიას მხარდამჭერები ოფისის გახსნაზე არ დაპატიჟა

21.02.23 17:30
"უჩვენოდ თავს კარგად გრძნობენ" - ხაბეიშვილის ფლანგმა მელიას მხარდამჭერები ოფისის გახსნაზე არ დაპატიჟა

ახალი დაპირისპირება "ნაცმოძრაობაში" - პარტიის თბილისის ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი ხაბეიშვილის ფლანგმა დღეს ისე გახსნა, რომ ღონსიძიებას მელიას მხარდამჭერებიდან არავინ დასწრებია.

იქ არ იმყოფებიდნენ არც საკრებულოს ის დეპუტატები, ვინც არჩევნებში მელიას მხადამჭერს ღიად უცხადებდა. გაბრაზებული დეპუტატები ამტკციებენ, რომ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია პარტიის ახალმა ხელმძღვანელობამ მათ მიზანმიმართულად გვიან მიაწოდა.

"კითხვაზე, თუ რატომ ვიგებთ ასე გვიან, პასუხს ვიღებთ, რომ ჩვენი იქ ნისვლა არ იყო აუცილებელი. ეს არის წარმოუდგენელი და კიდევ ერთად ხაზს უსვამს, რომ მათ არ უნდათ ერთიანობა, ისინი არიან მხოლოდ სკამებისთის მოსულები. ახალი თავმჯდომარის განცხადებები, რომ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ძვირფასებო, ვციტირებ მის სიტყვებს, ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. მაგრამ როდესაც ერთიანობაზე დგება საქმე, ჩვენ ყველაფერს ვიგებთ ბოლოს", - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

ნიკა მელიას ფლანგის წევრები ასევე ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ფსიბუკ გევრდზე, რომელსაც 140 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს სპეციალურად იბლოკება ნიკა მელიას და მისი მხარდამჭერების კომენტარები, ის რაც მედიაში იბეჭდება და ამას ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები მინამიმართულად აკეთებენ.

ხაბეიშვილის ფლანგი კი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მათი ღონისძიება ყველასთვის ღია იყო და ვისაც უნდოდა, შეეძლო მისულიყო.

 

 

 


 

მსგავსი სიახლეები