ვაინიცირებთ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია - ივანიშვილის დეპუტატები

21.02.23 18:01
ვაინიცირებთ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია - ივანიშვილის დეპუტატები

მოძრაობა "ხალხის ძალა" ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს, "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ" აინიცირებს.

ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ივანიშვილის დეპუტატის თქმით, კანონპროექტი სუფთა, ამერიკული ანალოგია

"ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ინიცირება გავუკეთოთ ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს, "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც არის სუფთა, ამერიკული ანალოგი. ჩვენ პირდაპირ თარგმანს გავაკეთებთ და კანონს დავაინიცირებთ, რისთვისაც 1-2 დღე დაგვჭირდება. ახლა არჩევანი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე აქამდე. საზოგადოებასაც და ჩვენს ოპონენტებსაც მსჯელობის მეტი საშუალება ექნებათ. ანუ, ახლა გვაქვს 2 ვარიანტი. პირველი, რომელიც უკვე წარდგენილია - ქართული ვარიანტი. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" და მეორე, სუფთა ამერიკული "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ". - თქვა ბრიფინგზე დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები