ამერიკულ ვარიანტს მხარს არ დავუჭერთ - მდინარაძე "ხალხის ძალას"

21.02.23 18:50
ამერიკულ ვარიანტს მხარს არ დავუჭერთ - მდინარაძე "ხალხის ძალას"

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ  თუ "ხალხის ძალა" "უცხოური გავლენის აგენტის" შესახებ კანონპროექტის ამერიკულ ანალოგს წარადგენს, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები გვექნება. თუმცა, წინასწარვე, ძალიან მაღალი ალბათობით, შემიძლია, გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილსა და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. იმიტომ, რომ ამერიკული კანონი ძალიან მკაცრი, ხისტი და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელია. ამას პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბებისა და მორიდების გარეშე. მე მგონია, რომ ამ სფეროში ამდენად მკაცრი კანონმდებლობა არასამთავრობო სექტორის ინტერესებს მართლაც დააზიანებს და ზოგადად, დააზიანებს საზოგადოებრივ ინტერესებს" - განაცხადა მდინარაძემ. 

მოძრაობა "ხალხის ძალა" ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს, "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ" აინიცირებს.

ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ივანიშვილის დეპუტატების თქმით, კანონპროექტი სუფთა, ამერიკული ანალოგია

 

მსგავსი სიახლეები