ის რომ პოლიციელები უწყებიდან გარბიან, ტელევიზიების აწეული თემაა - გომელაური
ვახტანგ გომალაურის მტკიცებით, პოლიციელების გადინების შესახებ ინფორმაცია "ტელევიზიების აწეული თემებია".
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
გომელაურის მტკიცებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყება 1,108 თანამშრომელმა დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი 1047 კადრი მიიღო.
ცოტა მეტი წავიდა ვიდრე მივიღეთ 2022 წელს. ის, რომ რაღაცა გარბიან და ტოვებენ ჩვენი პოლიციელები, არ შეესაბამება სიმართლეს და სამწუხაროდ, ესეც ტელევიზიების, რომლებსაც ძალიან არ ვუყვარვართ, მათი აწეული თემებია, რომ თითქოს გარბიან პოლიციელები," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა .