გახარიამ ივანიშვილის წინააღმდეგ ღია ცეცხლი გახსნა - ექსპრემიერმა კარტების გახსნა დაიწყო
გახარიამ ივანიშვილის წინააღმდეგ ღია ცეცხლი გახსნა - ქართველ ოლიგარქს დღეს ერთ დროს მისთვის სანდო კაცმა დაარტყა. გიორგი გახარია, რომელიც გადადგომის შემდეგ, დღეს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კამერების წინ გამოჩნდა და ივანიშვილის მხილების სერია გახსნილად გამოაცხადა.
გახარია ამტკიცებს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ივანიშვილი რუსეთს გაურიგდა და მზად არის, ქვეყნის ევროპულ კურასა და ევროკავშირის წევრობაზეც კი უარი თქვას.
როგორც ჩანს დუმილის დრო ამოიწურა და ექს-პრემიერმა კარტების გახსნა დაიწყო.
ჩრდილიდან გამოსულ გახარიას ოცნებისთვის მსუსხავი ეფექტი ჰქონდა - მმართველი გუნდი საპასუხო შტურმზე და ღია შეურაცხყოფაზე გადავიდა. "კერკეტი კაკალი ეგონათ და კერკეტი კვერცხი აღმოჩნდა" - ეს იყო ირაკლი კობახიძის პასუხი ერთ დროს სამაგალითო პრემიერის ბრალდებებზე.
გახარია ივანიშვილის წინააღმდეგ - ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟი