აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ვიზიტი ბელარუსში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

21.02.23 19:58
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ვიზიტი ბელარუსში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მინსკში ვიზიტს განცხადებით ეხმიანება. 

 საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.

“აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.

ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს” , - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები