ერთი წელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან - სოლიდარობას უკრაინელ კოლეგებს "ლელოს" ლიდერები დაუდასტურებენ

21.02.23 20:23
ერთი წელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან - სოლიდარობას უკრაინელ კოლეგებს "ლელოს" ლიდერები დაუდასტურებენ

ერთი წელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან -  24 თებერვალს დელეგაციები მთელი ცივილიზებული მსოფლიოდან  კიევში შეიკრიბებიან. ერთდაერთი, ვინც ოფიციალური დელეგაციის გაგზავნაზე უარი თქვა, "ქართული ოცნებაა". საქართველოს ხელისუფლების დემონსტრაციული უარის მიუხედავად,  ქართულ სოლიდარობას უკრაინელები მაინც ნახავენ.

საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობას უკრაინელ კოლეგებს "ლელოს" წარმომადგენლები დაუდასტურებენ. კიევში მიემგზავრება "პირველების" ჯგუფიც, რომელიც ამ წუთებში ვარშავაში იმყოფება. 

რა გზავნილით ჩადიან ქართველი ოპოზიციონერები უკრაინაში  - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის ჩაერთვიდან. 

 

მსგავსი სიახლეები