წყვეტს თუ არა სააკაშვილის ბედს პუტინი? - კრემლის აღიარება

21.02.23 20:42
წყვეტს თუ არა სააკაშვილის ბედს პუტინი? - კრემლის აღიარება

წყვეტს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ბედს ვლადიმერ პუტინი? მარია ზახაროვას სკანდალური აღიარება.  ღია მუქარამ კრემლიდან ყველა კითხვას გასცა პასუხი.  რუსი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სააკაშვილის ბედი ელის ყველას, ვინც "სული ამერიკელებს მიჰყიდა".  ზახაროვამ ზელენსკის სააკაშვილის  ბედის გაზიარება  უწინასწარმეტყველებს.   

კრემლი უკვე აღარ მალავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსეთის პატიმარია, ამ  აღიარებამ  კი "ქართული ოცნება" უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ირაკლი კობახიძე იმდენად დაიბნა, რომ ბოლოს შეეცადა,  "ნაციონალური  მოძრაობისა" და კრემლის  კავშირები დაემტკიცებინა.  

"ოცნების" თავმჯდომარე დღეს თავს  იმართლებდა, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარი არ არის.  ამის დასამტკიცებლად საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთი ტესტის ჩაბარება მოუწევს. სააკაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში  შედის.

 

მსგავსი სიახლეები