საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ლიდერები პუტინთან და ლუკაშენკოსთან - რა მოიმოქმედეს "ოცნების" ხელისუფლებაში?
პუტინთან კრემლში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს ელოდებიან - ალან გაგლოევი ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან სამომავლო გეგმებზე სალაპარკოდ ჩადის. კრემლი დაანონსებული აუდიენციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ გაგლოევმა და პუტინმა უნდა განიხილონ ორმხრივი პერსპექტივები ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით
მანამდე კი იყო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ვიზიტი ბელარუსში და ლუკაშენკოს განცხადება, რომ "აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".
საქართველოს მთავრობამ დუმილი დღის ბოლოს დაარღვია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მხოლოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
აფხაზეთის დელეგაცია ბელორუსში - ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში