რუსეთი ქართულ ბაზარს იპყრობს - ღარიბაშვილის დავალებით, ნავთობკომპანიები სრულად რუსულ საწვავზე გადადიან
ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ნავთობკომპანიები სრულად რუსულ საწვავზე გადადიან. დღეს არსებული მონაცემებით, ქვეყანის ბაზრის დიდი ნაწილი სწორედ რუსულ ნავთობროდუქტებზეა დამოკიდებული. საუბარია ყველაზე მოხმარებად ბენზინზე - ევრორეგულარის მარაგები მთლიანად რუსეთიდან შემოდის.
საწვავის იმპორტიორები ამბობენ, რომ პრუდუქციის გაიაფება იაფი საწვავის ხარჯზეა შესაძლებელი. ასეთი კი რუსული ბენზინია.
დაბალი ფასებით კი რუსეთი ქართულ ბაზარს იპყრობს. ბოლო წლებში რუსული საწვავი მხოლოდ ბაზრის 20 პროცენტს იკავებდა, ახლა კი ნავთობპროდუქტების 70 პროცენტი რუსული იმპორტია.
ეს მაჩვენებელი რეკორდულად ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა.
რუსული საწვავის ტყვეობაში - ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟი