კრიმინალის ზრდა, რუსების მასობრივი შემოდინება და სისტემიდან თანამშრომლების გაქცევა - პარლამენტში გომელაურს უსმენენ

21.02.23 20:45
კრიმინალის ზრდა, რუსების მასობრივი შემოდინება და სისტემიდან თანამშრომლების გაქცევა - პარლამენტში გომელაურს უსმენენ

კრიმინალის ზრდა ქვეყანაში, რუსების მასობრივი შემოდინება  და ძალოვანი  სისტემიდან თანამშრომლების გაქცევა - ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში უსმენენ.   დეპუტატების შეკითხვების ძირითადი ნაწილი  ქურდობისა და ყაჩაღობის გახშირებულ ფაქტებს უკავშირდება. მათ შორის   დაინტერესდნენ, რატომ არ არის დაცული ბანკების უსაფრთხოება, როდესაც ხშირია ძარცვის შემთხვევები.  " ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ არსებობს და  უბედურება არ ხდება "ასე უპასუხა გომელაურმა რუსებისა და ბელორუსების მასობრივი შემოდინების შესახებ დასმულ შეკითხვას. 

რას პასუხობს გომელაური ქვეყნის გამოწვევების შესახებ დასმულ შეკითხვებს?- ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვა

 

მსგავსი სიახლეები