მერის აღიარება: კალაძე ადასტურებს, რომ საფრანგეთში ბიზნესი დაიწყო
კახა კალაძეს "შაბათის ეთერში" გასული ხმაურიანი გამოძიების შემდეგ მოუწია, იმის აღიარება, რომ პარიზში ახალი ბიზნესი დაიწყო. საფრანგეთის კომერციის ტრიბუნალის დოკუმენტების თანახმად, რომელიც "ტვ პირველმა" მოიპოვა, თბილისის მერის და მისი ცოლის კომპანია "კალა კაპიტალი" საფრანგეთში, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვთ, გაქირავებვით, შენობების რეაბილიტაციით და მშენებლობით არის დაკავებული.
დედაქალაქის მერი აღიარებს, რომ პარიზის 16-ე რაიონში მისი და მისი მეუღლის ერთობლივი უძრავი ქონების სააგენტო ნამდვილად ფუნქციონირებს.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ კალაძე იძულებული გახდა კამერებთან დაედასტურებინა, რომ შვეიცარული ბანკიდან დაახლოებით 4 მილიონი ევრო მოხსნა და საფრანგეთში, სამშენებლო ბიზნესში დააბანდა.