ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეირყევა, NATO არ გაიყოფა და არ დავიღალებით - ბაიდენი

21.02.23 21:26
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეირყევა, NATO არ გაიყოფა და არ დავიღალებით - ბაიდენი

"ჩვენ უკრაინის მხარდაჭერით არ დავიღლებით"- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი ძალიან მამაცია.

ამერიკა, ევროპა, ქვეყნების კოალიცია ატლანტიკიდან წყნარ ოკეანამდე - ჩვენ ძალიან ერთიანი ვიყავით. დემოკრატია მტკიცედ ძლიერი იყო. ადვილი გამარჯვების ნაცვლად, რომელსაც პუტინი მოელოდა, დამწვარი ტანკები და არეულ-დარეული რუსული ძალები შერჩა. 

ეჭვგარეშეა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეირყევა, NATO არ გაიყოფა და არ დავიღალებით. 

პრეზიდენტ პუტინის ლტოლვა მიწისა და ძალაუფლებისადმი დამარცხდება და გაიმარჯვებს უკრაინელი ხალხის სიყვარული საკუთარი ქვეყნისადმი"- განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

მისი თქმით, ომის წლისთავზე "კიევი მტკიცედ დგას"

ახლახანს დავბრუნდი კიევიდან და შემიძლია გითხრათ, რომ კიევი მყარად დგას, კიევი დგას ამაყად, კიევი თავაწეული დგას და, რაც მთავარია, კიევი თავისუფალი რჩება. რუსეთის უკრაინაში შეჭრა გამოცდა არ იყო მხოლოდ უკრაინისთვის, ეს საუკუნოვანი გამოცდა იყო მთელი მსოფლიოსთვის, ამერიკისთვის, NATO-სთვის - მთელი დემოკრატიული სამყარო გამოცდის წინაშე დადგა, ვიქნებით ძლიერები, ვიქნებით ერთიანები და არ მოვარიდებთ თვალს"- დასძინა ბაიდენმა. 

 

მსგავსი სიახლეები