მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის - გახარიას გუნდი არ გამორიცხავს, რომ ექს-პრემიერის წინააღდმეგ გამოძიება დაიწყოს

22.02.23 11:17
მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის - გახარიას გუნდი არ გამორიცხავს, რომ ექს-პრემიერის წინააღდმეგ გამოძიება დაიწყოს

გახარიას თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხილება ექს-პრემიერს შესაძლოა, პირადი თავისუფლების ფასი დაუჯდეს.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის.

ჩემი აზრით, ბატონი გახარია, ისე როგორც ჩვენი გუნდის სხვა წევრები მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის. ჩვენ როდესაც ქართულ პოლიტიკაში მოვდიოდით, არ მოვდიოდით  იმ ფიქრით, რომ ეს იქნებოდა წითელი ხალიჩა თეთრი ვარდებით მოფენილი. ბატონი გახარია არის ჩამოყალიბებული, შემდგარი პოლიტიკოსი და შესაბამისად, მან ზუსტად იცის, რას უნდა ელოდოს ,,ქართული ოცნების" მხრიდან. ქართულ პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და ის, რომ ნარკოდამოკიდებულებად გამოაცხადეს ეს იყო შავი პიარის კლასიკური ქრესტომათიული საქმე, რომელშიც ,,ქართული ოცნება" საკმაოდ გაწაფულია, ამიტომ რად გამოაცხადებენ, რას ამოუქექავენ, ეს არის მეორე და მესამეხარისხოვანი".- ამბობს ქემოკლიძე.

ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის ყოფილი პრემიერი სამართალმცველების ინტერესის ობიექტი გახდეს.

გიორგი გახარია კამერების წინ გამოჩნდა და ივანიშვილის მხილების სერია გახსნილად გამოაცხადა. 

გახარია ამტკიცებს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ივანიშვილი რუსეთს გაურიგდა და მზად არის, ქვეყნის ევროპულ კურსსა და ევროკავშირის წევრობაზეც კი უარი თქვას.   

როგორც ჩანს დუმილის დრო ამოიწურა და ექს-პრემიერმა კარტების გახსნა დაიწყო. 

ჩრდილიდან გამოსულ გახარიას ოცნებისთვის  მსუსხავი ეფექტი ჰქონდა - მმართველი გუნდი საპასუხო შტურმზე და ღია შეურაცხყოფაზე გადავიდა.  "კერკეტი კაკალი ეგონათ და კერკეტი კვერცხი აღმოჩნდა"  -  ეს იყო ირაკლი კობახიძის პასუხი ერთ დროს სამაგალითო პრემიერის ბრალდებებზე.

 

მსგავსი სიახლეები