ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს მოსკოვში ელოდებიან - რისთვის ემზადება კრემლი?
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს მოსკოვში ელოდებიან. ალან გაგლოევი დღეს კრემლში პუტინმა უნდა მიიღოს. "ვილაპარაკებთ ორმხრივ ურთოერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე," - დაანონსა პუტინმა.
ცნობილია, რომ გუშინ სოხუმის დელეგაცია მინსკში ლუკაშენკომ მიიღო, დღეს კი ცხინვალის დელეგაციას პუტინი კრემლში ელოდება.
აღნიშნულ ფაქტებში ოპოზიცია განგაშის საფუძველს ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ძალიან სახიფათო პროცესები ვითარდება ამ ერჟიმების, ე.წ. ხელისუფლებების მხრიდან, როცა საუბარი მიდის ახალი გაერთიანების, ასე ვთქვათ, ქვეყანათა ჯგუფის შექმნაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა დაიძლიოს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების და ჩენი ერთობლივი მონდომებით, რომ ქვეყანა განვითარდეს დასავლური კურსით, ძალიან მკაფიო გამოხატული აქცენტით ევროპისკენ. განსაზღვრასჭირდება, მათ შორის, სჭირდება მუდმივი მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა ფორმატში იმ მოტივით, რომ არ შექიმნას დამატებითი რისკები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირებისკუთხით, - ამბბს "საქარტელოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი.
ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არ არსებობს ოფიციალური თბილისის პოზიცია, არსებობს მხოლოდ ოფიციალური კრემლის პოზიცია.
ოფიციალური თბილისის პოზიციას ნუღარ იკითხავთ, შეგიძლიათ ნახოთ კრემლის პოზიცია ხოლმე, იმიტომ, რომ არ არსებობს ოფიციალური თბილისი, არსებობს ოფიციალური კრემლი და ოფიციალური კრემლის წარმომადგენლობა და სოლოვიოვის, სიმონიანის და ზახაროვას გაგრძელებები. ირაკლი კობახიძე ერთი რუსი მოღალატე, ირაკლი ღარიბაშილი რუსი მოღალატე ორი და ა.შ. შეგიძლიათ დანომროთ როგორც აგენტები, - თქვა ხაბეიშვილმა.
პოლიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ კრემლი ახალი ქმედებებისთის ემზადებად ა ეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაა.
ეს არის ზმადება რაღაც ქმედებებისთვის, მზადება ანექსიისთვის, მზადება ე.წ. ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნისთვის. ბჟანიას მოჰყვა გაგლოევი, საუბარი ლუკაშენკოსთან, ყველაფერი ეს არის ქმედებები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ანექსიისთვის. ქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს შეჩერდეს. საქართველოს სახელმწიფომ უნდა დაიწყოს რეაგირება სეპარატისტთან ლიდერებზე, რომ ხვალ, როდესაც ისინი დასხდებიან მაგიდასთანხელის მოსაწერად ე.წ. სახელმწიფოს ახალი შექმნისთვის, სეპარატისტილი ლიდერები უნდა იყვნენ ინტერპოლის მიერ ძებნილები და პუტინი და ლუკაშენკო იჯდეს მაგიდასთან ინტერპოლის ძებნილებთან, რადგან მომავალშ ე.წ. ახალი სამოკავშეო სახელმწიფო შეფასდეს კრიმინალურ სახელმწიფოს, - ამბობს პაატა დავითაია.