თუ მიზანი გამჭვირვალობაა, დაწესდეს რეგულაციები, "აგენტის" იარლიყის მიკერება რა საჭიროა - მანჯგალაძე რუსულ კანონზე
"ხალხის ძალის" რუსული კანონპროექტს ოპოზიცია რეპრესიულს უწოდებს.
სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ საჭირო არ არის დამამცირებელი იარლიყის მიკერება ადამიანებისთვის, ორგანიზაციებისთვის, რომ ვიღაცა თურმე საქართველოს პატრიოტი კი არ არის, არამედ უცხოეთის აგენტია.
საქართველო უკვე მივიდა იმ დონემდე, რომ როგორც ნაციზმსა და კომუნიზმში ხედავდა ამერიკა საფრთხეს, იმავე საფრთხეს ხედავს პატივცემული გურამ მაჭარაშვილი, პატივცემული სოზარ სუბარი, ირაკლი კობახიძე, ,,ქართული ოცნების" ლიდერები, მამუკა მდინარაძე იგივე საფრთხეს ხედავენ. ზუსტად გვითხრან, თუ გამჭვირვალობაა კანონის მიღების მიზეზი და მიზანი, მაშინ იყოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული რეგულაციები და რა საჭიროა, დამამცირებელი იარლიყის მიკერება ადამიანებისთვის, ორგანიზაციებისთვის, რომ ვიღაცა თურმე საქართველოს პატრიოტი კი არ არის, არამედ არის უცხოეთის აგენტი,- ამბობს პაატა მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ 'ხალხი ძალის" კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს და პარლამენტში სწრაფი ტემპით მის დამტკიცებას აანონსებს. საუბარია კანონზე, რომელიც მიზნად ენჯეობის და მედიების გაკონტროლებას ისახავს. კანონი საშიშად მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ხელისულებას ვეტოთი დაემუქრა.