"ოცნებამ" ცაგერისა და თერჯოლის მერობის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

22.02.23 11:25
"ოცნებამ" ცაგერისა და თერჯოლის მერობის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი ხახუბია, ცაგერის მერად ლევან ზალკალიანის კანდიდატურა, თერჯოლის მერად კი მანუჩარ რობაქიძე წარადგინა.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გიორგი ხახუბია მათი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილია და სწორედ მამის სახელი და ავტორიტეტი დაეხმარება მას ფოთში, ხობსა და სენაკში არჩევნებში გამარჯვებაში.

კობახიძემ თქვა, რომ ლევან ზალკალიანი წარმატებული იურისტია და ის წარსულში პროკურატურაში გამომძიებლად და პროკურორად მუშაობდა. ის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

მისივე განცხადებით, მანუჩარ რობაქიძე სხვადასხვა დროს მუნიციპალური საკრებულოს წევრი იყო, ასევე, თერჯოლის მერის მოადგილე. ის 2022 წლიდან ის მერის მოვალეობას ასრულებს.

არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები