გადავწყვიტეთ და პარლამენტში დავაინიცირებთ "აგენტების შესახებ" ამერიკული კანონის ანალოგს - ივანიშვილის დეპუტატები

22.02.23 11:51
გადავწყვიტეთ და პარლამენტში დავაინიცირებთ "აგენტების შესახებ" ამერიკული კანონის ანალოგს - ივანიშვილის დეპუტატები

საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის დარეგისტრირების შემდეგ,  განდგომილი დეპუტატები აპირებენ, რომ პარლამენტში "აგენტების შესახებ" ამერიკული კანონი დაარეგისტრირონ და ამ კანონის შესახებაც იმსჯელონ.

გადავწყვიტეთ, რომ და მათ შორის ამერიკიდანაც მივიღეთ ასეთი შეტყობინება, რომ თურმე ეს კანონპროექტი არ ყოფილა ამერიკული კანონმდებლობის ბაზაზე, მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავაინიცირებთ ზუსტად ერთი-ერთში იმ კანონს, რაც დღეს შეერთებულ შტატებში მოქმედებს და რაზეც თავად ბრიუსელში ითქვა სახალხო პარტიის მიერ, რომ ისინიც ერთი ერთში აპირებენ ამ ამერიკის კანონის გადმოკატავებას ევროპარლამენტში და თუ მაინც გამოვა, რომ ამერიკაშიც რუსული კანონი მოქმედებს, იმედია, ეს ასე არ იქნება და თუ ოპოზიცია ამას მხარს დაუჭერს და ამერიკული კანონი კარგი იქნება საქართველოში, მაშინ ჩვენ ამ ალტერნატივას შევთავაზებთ, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ 'ხალხი ძალის" კანონპროექტს  მხარდაჭერას  უცხადებს და პარლამენტში სწრაფი ტემპით მის დამტკიცებას აანონსებს.  საუბარია კანონზე, რომელიც მიზნად ენჯეობის და მედიების გაკონტროლებას ისახავს. კანონი საშიშად მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ხელისუფლებას  ვეტოთი  დაემუქრა. 

მსგავსი სიახლეები