მელია რამდენიმე თვეში საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის - ალუდა ღუდუშაური

08.05.21 15:38
მელია რამდენიმე თვეში საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის - ალუდა ღუდუშაური

 რამდენიმე თვეში საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან თქვა.

ღუდუშაურის შეფასებით, მელია  სააკაშვილის დავალებებს უთქმელად ასრულებს.

მელია მეცოდებოდა 2 კვირის უკან, 1 თვის უკან და მაშინაც, როცა თავისი თავის პოლიტიკური დასამარების გზას დაადგა. გავა რამდენიმე ხანი და ბატონი მელია იტყვის, რომ ამნისტიაზეც თანახმაა და მეტიც, კიდევ უფრო შორეულ მომავალში, რამდენიმე თვეში ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას. მან პირდაპირ, უთქმელად შეასრულა ბატონი სააკაშვილის დავალება და თავი კომიკურ მდგომარეობაში ჩაიგდო, როგორც ადამიანურად, ასევე პოლიტიკურად",  - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

მსგავსი სიახლეები