შესაძლებელია, დღესვე მიმართოს პროკურატურამ სასამართლოს - საია მელიას საქმეზე

08.05.21 17:06
შესაძლებელია, დღესვე მიმართოს პროკურატურამ სასამართლოს - საია მელიას საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის  გადახდილი გირაო სახელმწიფო ბიუჯეტში მათი შუამავლობით გადაირიცხა.ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, შემდეგი ეტაპი პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უნდა იყოს და არ არის გამორიცხული საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს დღესვე მიმართოს.

გადახდილია ნიკა მელიას გირაო, გირაოს თანხა გამოყო "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" ხოლო ჩვენ ბიუჯეტში გადავრიცხეთ ეს თანხა და ხელისუფლებას გადავეცით ეს თანხა, იმისათვის რომ გირაოთი შეცვლილიყო პატიმრობა, დაახლეობით 1 საათის წინ გადავრიცხეთ თანხა ბიუჯეტში, შესაძლებელია დღესვე წავიდეს პროკურატურა სასამართლოში, შესაძლებელია ორშაბათს წავიდეს" ,- ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ცოტა ხნის წინ ჩარიცხა. 

მსგავსი სიახლეები