გირაოს ჩარიცხვაზე ნიკა მელიამ არაფერი იცოდა - ოქრიაშვილი

08.05.21 17:30
გირაოს ჩარიცხვაზე  ნიკა მელიამ არაფერი იცოდა - ოქრიაშვილი

"ჩვენც ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევიტყვეთ. ნიკა მელიამ ამასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა"-  ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ თქვა. კახა ოქრიაშვილის თქმით, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა მელიას პოლიტპატიმრად აღიარებას ნიშნავს.

ეს რომ ევროკავშირმა ჩარიცხე გირაო ეს უნდა აწუხებდეს "ქართულ ოცნებას", ეს არის ტესტი ერთგვარი, "ოცნება" თვლის, რომ მელია აწყობდა გადატრიალებას და ევროკავშირის თვლის, რომ მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან და უხდის ფულს, როგორც პოლიტპატიმარს", - ამბობს კახა ოქრიაშვილი.

კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი ნიკა მელიასთან ციხეში შეხვედრას მართავდნენ. ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა დღეს საიას შუამავლობით გადაუხადა.

 

მსგავსი სიახლეები