რატომ არ მიიწვიეს ზურაბიშვილი უკრაინაში - ალასანიამ "ვივა მედიდან" სააკაშვილის გზავნილი გამოიტანა
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მესამე პრეზიდენტს დღეს ისევ მაღალი ტემპერატურა აქვს და გადაადგილება უჭირს. ბოლო ცნობები "ვივა მედიდან" დღეს გიული ალასანიამ გამოიტანა.
მძიმე მდგომარეოაბში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა პასუხი დღეს მეხუთესაც გასცა. თუ რატომ არ მიიწვია ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილი კიევში ომის ერთი წლის თავზე, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მიზეზი თავად ზურაბიშვილშია, რადგან ახლა მას მოქმედება შეუძლია, თუმცა უმოქმედობას ირჩევს.
ალასანია ასევე საუბრობს, რომ "ვივა მედი" დაპატიმრებული პრეზიდენტის შვილს პალატაში არ უშვებს. ნიკოლოზ სააკაშვილი მთელი დილა ელოდებოდა კლინიკიდან ნებართვას.
"ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა ისევ მძიმეა, ადამიანს მუდმივად აქვს სიცხე. ძალიან კმაყოფილი დარჩა გუშინდელი აქციით, ხალხმრავლობა ძალიან მოეწონა. მისი შვილი მოვიდა, ნიკოლოზი. ეს უკვე არაერთხელ მეორდება, რომ ადამიანი მოჰყავთ, ზის ბოლო წუთამდე, მანამდე არ არის არც უარი, არც თანხმობა და უკანასკნელ მომენტში არის უარი.
იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას იმის შესახებ, რომ საქართველომ აღმოიჩინა თავი სრულ იზოლაციაში, ამ აზრს მთლიანად იზიარებს. მაგრამ იქ იყო მეორე ნაწილი, გულის ტკივილი ჩვენი პრეზიდენტის, რომ ის არ მიიწვიეს კიევში. ადამიანს შეუძლია ერთი ხელის მოწერით შეწყვიტოს, დაუსვას ამას წერტილი და ეს იყო მიზეზი, რის გამოც არ მიიწვიეს."- ამბობს გიული ალასანია.