"დეგრადირებული" - ბოკერია ღარიბაშვილზე
დეგრადირებულს უწოდებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მთავრობის მეთაურს, დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ.
ბოკერია "პირველებთან" ამბობს, რომ ეს განცხადებაც კი საკმარისია, რომ მივხვდეთ, როგორი სამარცხვინო, პუტინისტური სულისკვეთების მქონე რეჟიმი ჰყავს დღეს ივანიშვილს.
სრულად დეგრადირებული უნდა იყო, მსგავსი განცხადება რომ გააკეთო, როდესაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გქვია, ასეთ დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში მტერი არ ახსენო. მაშინ, სტალინისტური საბჭოთა რუსეთი, დღეს პუტინისტური რუსეთი, რუსეთი როგორიც ის იყო და არის დღეს. ამ მოვლენამ შეცვალა ქვეყნის განვითარება - ასე აფასებ ამ ყველაფერს. ეს განცხადებაც კი საკმარისია, სხვა არაფერი რომ არ ვიცოდეთ და არ იცოდეს არავინ, რომ მივხვდეთ, როგორი სამარცხვინო, პუტინისტური სულისკვეთების მქონე რეჟიმი ჰყავს დღეს ივანიშვილს", - ამბობს გიგა ბოკერია.
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა საბჭოთა ოკუპაციდან 102 წლის თავზე რუსეთის ხსენეება ვერ გაბედა.
მთავრობის მეთაური, რომელმაც დილა იუნკერთა მემორიალთან უხერხული დუმილით დაიწყო, ვერ ბედავს დაგმოს რუსული აგრესი. საბჭოთა ოკუპაციის 102 წლის თავზე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, ღარიბაშვილი სიტყვით არ გამოსულა, მხოლოდ განცხადება გაავრცელა, თუმცა რუსული ოკუპაცია არც საბჭოთა ოკუპაციის დღეს გაახსენდა და რუსეთი არც ერთხელ უხსენებია.