ღარიბაშვილის შემდეგ კალაძე - "ოცნების" ლიდერები ოკუპაციიდან 102 წლისთავზე რუსეთის ხსენებას ვერ ბედავენ

25.02.23 16:15
ღარიბაშვილის შემდეგ კალაძე - "ოცნების" ლიდერები ოკუპაციიდან 102 წლისთავზე რუსეთის ხსენებას ვერ ბედავენ

ღარიბაშვილის შემდეგ კალაძე - "ოცნების" ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ, კრემლი არ გააბრაზონ და ოკუპაციიდან 102 წლისთავზე რუსეთის ხსენებას ვერ ბედავენ.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს თბილისის მერი, არც კოჯორში იმყოფებოდა გმირთა მემორიალთან.

"რომ არა საბჭოთა იმპერია და 1921 წლის 25 თებერვალი, ჩვენი ქვეყნის განვითარება 70 წლით არ შეყოვნდებოდა, არ გვეყოლებოდა ბოროტებას შეწირული უამრავი მსხვერპლი. 
ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ოკუპაცია დროებითია, მთავარი ღირებულება კი უცვლელი - სამშობლო და თავისუფლება". - წერს კალაძე მის ოფიციალურ გვერდზე. 

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა საბჭოთა ოკუპაციდან 102 წლის თავზე რუსეთის ხსენება ვერ გაბედა.

მთავრობის მეთაური, რომელმაც დილა იუნკერთა მემორიალთან უხერხული დუმილით დაიწყო, ვერ ბედავს დაგმოს რუსული აგრესი. საბჭოთა ოკუპაციის 102 წლის თავზე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, ღარიბაშვილი სიტყვით არ გამოსულა, მხოლოდ განცხადება გაავრცელა, თუმცა რუსული ოკუპაცია არც საბჭოთა ოკუპაციის დღეს გაახსენდა და რუსეთი არც ერთხელ უხსენებია.