ესებუა გომელაურს სტრასბურგში უჩივლებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ტერორისტად გამოცხადებულ ყოფილ ჯარისკაცთან

25.02.23 20:48
ესებუა გომელაურს სტრასბურგში უჩივლებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ტერორისტად გამოცხადებულ ყოფილ ჯარისკაცთან

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - ბადრი ესებუა ვახტანგ გომელურს სტრასბურგში უჩივლებს.  ძებნილობიდან ორ წელიწად ნახევრის და დაკავებიდან 17 დღის შემდეგ, ტერორისტად გამოცხადებული ყოფილი ჯარისკაცი ალაპარაკდა და პირველი ინტერვიუ „შაბათის ეთერს" მისცა.

"ჩემს საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს! თუ აქ ეს მევახშეები და სახელმწიფო დამჩაგრავენ, წავალ სტრსბურგში და აუცილებლად გავიმარჯვებ. ჩვენს ქვეყენაში სოციალური უთანასწორობაა და მე ამას აუცილებლად შევებრძოლები"- წერს ესებუა ციხიდან გამოგზავნილ წერილში. 

საქართველში ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული კაცი სამარტო საკანშია მოთავსებული. ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.

"ამ წერილს საკნიდან გწერთ, მე ახლა ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ვიმყოფები. აქ როგორც რიგით პატიმარს ისე არ მექცევიან. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ და მარტო ვარ გამოკეტილი. ამ ხელისუფლებისგან  ყველაფერს ველოდები, მაგრამ მეც ბევრი მაქვს  სათქმელი. სიმართლის დამტკიცების იმედი მაინც მაქვს. ისე, ხალხი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, ამიტომ  მათი  იმედი ნამდვილად მაქვს" - აცხადებს ბადრი ესებუა. 

ესებუა ირწმუნება  რომ კაცი ,რომელმაც 2020 წლის 21 ოქტომბრის ღამე მთელს ქვეყნას  თეთრად გაათენებინა, ბანკში 42 ადამიანი მძევლად აიყვანა და ნახევარი მილიონი გაიატაცა, ის არ ყოფილა. 

გაუჩინარების შემდეგ უკან დაბრუნებული ბადრი ირწმეუნბა, რომ შეირაღებული ძარცვის ამბავი  ტელევიზორში შემთხვევით მოისმინა.

თუ ბანკის ძარცვის საქმესთან კავშირი არ ჰქონდა  რატომ მიიმალა? - ტეროსიტად გამოცხადებული ყოფილი ჯარისკაცი ირწმუნება, რომ არსად გაქცეულა. ამბობრს, რომ სამეგრელოს დატოვებას ისედაც აპირებდა და ამის მიზეზი პოლიციის მხრიდან მასზე ზეწოლა გახდა.

"სანამ ბანკის ძარცვა მოხდებოდა მე ძალოვანი უწყებები მდევნიდნენ, ამიტომ სამეგრელო 2020 წლის შემოდგომისთვის დავტოვე და ვცხოვრობდი ხან სოხუმში ხან ბათუმში"- ამბობს ის. 

ექსკლუზიური ინტერვიუ ტერორისტად გამოცხადებულ ყოფილ ჯარისკაცთან ნახეთ აქ