პროკურატურა სასამართლოს მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს აღარ მიმართავს

08.05.21 20:00
პროკურატურა სასამართლოს მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს აღარ მიმართავს

პროკურატურა სასამართლოს მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს აღარ მიმართავს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას ნიკა მელიას გირაოს გადარიცხვის ქვითარი 17:42 წუთზე გაუგზავნა. საიას თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოსი ჩანს, რომ პროკურატურამ მეილის მიღება 19:34-ზე დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაო, 40 ათასი ლარი ჩარიცხა. გირაოსთვის თანხა "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" გამოყო, ხოლო ბიუჯეტში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამავლობით გადაირიცხა.

მსგავსი სიახლეები