ღარიბაშვილი რუსულ ოკუპაციას არც საბჭოთა ოკუპაციის დღეს ახსენებს - ვინ დაუწერა პრემიერს ტექსტი? (მაია მენაღარიშვილის კოემნტარი)

25.02.23 20:00
ღარიბაშვილი რუსულ ოკუპაციას არც საბჭოთა ოკუპაციის დღეს ახსენებს - ვინ დაუწერა პრემიერს ტექსტი? (მაია მენაღარიშვილის კოემნტარი)

ვინ დაუწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს  უმძიმესი წერილი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღეზე რუსეთს არ ახსენებს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მაია მენაღარიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მთავრობის მეთაურებს ტექსტებს უწერდა, "ტვ პირველს" ეუბნება, რომ თუ პრემიერი შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებულ ტექსტს არ წაიკითხავდა, ის ოფიციალურ გვერდზე ვერ გამოქვეყნდებოდა. 

ვერ გეტყვით ვინ წერს (ტექსტებს), მაგრამ იმ ტექსტებში ნამდვილად იგულისხმება... მე არ მრჩება ის განცდა, რომ ვიღაც რარაცას არ ხმარობს. შეიძლება, გემოვნების ამბავია. მე ვწერდი იმიტომ, რომ საბჭოთა ოკუპაცია, რუსული რეჟიმი და ასე შემდეგ, ეს მამაო ჩვენოსავით მაქვს, მაგრამ ახლა ვინც წერს, იმას შეიძლება არ ჰქონდეს ეს. არ მგონია, რომ ეს დავალება იყოს. 

პრემიერი, ტექსტს რა თქმა უნდა, აუცილებლად წაიკითხავდა"- ამბობს "შაბათის ეთერთან" მენაღარიშვილი. 

საბჭოთა ოკუპაციის 102 წლის თავზე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, ღარიბაშვილი სიტყვით არ გამოსულა, მხოლოდ განცხადება გაავრცელა, თუმცა რუსული ოკუპაცია არც საბჭოთა ოკუპაციის დღეს გაახსენდა და რუსეთი არც ერთხელ უხსენებია.