თანამშრომელი ვინც, პრემიერს ტექსტებს უწერს, ამბობს, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღეზე განცხადება მას არ დაუწერია

25.02.23 20:05
თანამშრომელი ვინც, პრემიერს ტექსტებს უწერს, ამბობს, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღეზე განცხადება მას არ დაუწერია

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტს ტექსტებს გიორგი კევლიშვილი უწერს. სწორედ კევლიშვილს უნდა მოემზადებინა საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წლისთავისთან დაკავშირებული განცხადების ტექსტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისთვის უნდა გადაეგზავნა, და მისი დადასტურების შემდეგ, უნდა გამოქვეყნებულიყო მტავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

"შაბათის ეთერი" გიორგი კევლიშვილის დაუკავშირდა და ჰკითხა, ვინ ამოიღო განცხადებიდან ტერმინები - საბჭოთა რუსეთი და ოკუპაცია. 

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი ამბობს, რომ მას ეს განცხადება არ დაუწერია.  

არ მინახავს დღეს რა ტექსტი გამოქვეყნდდა. ყველა ტექსტს მე არ ვწერ. ვნახავ ტექსტს და დაგირეკავთ"- ამბობს ის.

ნახევარ საათში გიორგი კევლიშვილმა "შაბათის ეთერის" ზარებს არ უპასუხა. 

საბჭოთა ოკუპაციის 102 წლის თავზე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, ღარიბაშვილი სიტყვით არ გამოსულა, მხოლოდ განცხადება გაავრცელა, თუმცა რუსული ოკუპაცია არც საბჭოთა ოკუპაციის დღეს გაახსენდა და რუსეთი არც ერთხელ უხსენებია.