ოკუპაციასთან ბრძოლაში ყველაზე ძლიერი იარაღი თავისუფლებაა - პრეზიდენტი

26.02.23 10:30
ოკუპაციასთან ბრძოლაში ყველაზე ძლიერი იარაღი თავისუფლებაა - პრეზიდენტი

რუსეთის მიერ საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით 25 თებერვალს  ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

გამოფენის მიზანი იყო მტრის დამარცხების წარმოჩენა საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან და ასევე,  ქართული კულტურისა და შემოქმედებით თავისუფლებასთან ბრძოლაში. 

ის, რაც პრემიერმა ვერ გაბედა,  პრეზიდენტმა თქვა. ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენის მონაწილეებს სტუმრებს სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლაში ყველაზე ძლიერი იარაღი თავისუფლებაა. 

ეს ძალიან მძიმე დღეა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს, ყველანაირად  უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას, და არა მაინც და მაინც ომით, მაინც და მაინც იარაღით. ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის - თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს.

ამიტომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარები ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვის, თავისუფლად ფიქრობს. ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს  დაამარცხებს. 

ამ საქართველოს გაუმარჯოს, დღეს, 25 თებერვალს!, - განაცხადა პრეზისდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშილმა საბწოტა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის ოკუპაცია ნახსენები არ იყო. პრემიერის განცხადება საზოგადოეების კრიტიკის საგანი გახდა, თუმცა პოსტის ქვეშ დაწერილი ყველა არასასურველი კომენტარი წაშალეს.