თავდაცვის უწყების არამიზნობრივი ხარჯები - ოპოზიცია მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს

26.02.23 11:31
თავდაცვის უწყების არამიზნობრივი ხარჯები - ოპოზიცია მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს

თავდაცვის უწყების არამიზნობრივი ხარჯები - ოპოზიცია ჯუანშერ ბურჭულაძისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს. 

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" თანამდებობა მხოლოდ პრივილეგიაა, რომელსაც საკუთარი კომფორტისთვის იყენებს. 

უნდა განმარტოს თვითონ უწყებამ და თანამდებობის პირმაც, ამ შემთხვევაში, მინისტრმა, რატომ მოხდა ამ ფუფუნების საგნების შეძენა, თან ისე, რომ არანაირი ტენდერი არ გამოცხადებულა და ამას წინასწარ არანაირი საჭიროება არ ჰქონია. ამ შემტხვევაში, ეს მაგალითი კარგად ადასტურებს იმას, რომ სამინისტროსთვის პრიორიტეტი არის ისევდ აისევ თანამდებობის პირებისთვის ადმინისტრაციული ხარჯების საშუალებით კომფორტის მოწყობა, იმიტომ, რომ "ქართული ოცნებისთვის" სახელმწიფო სამსახური არ არის პაივი, ეს არის პრივილიეგია და ცდილობენ, რომ ეს პრივილეგია ბოლომდე გამოიყენონ, - ამბობს ბუაძე.

ტავდაცვის უწყების მხრიდან დანაშაულზე საუბრობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმდჯომარის მოადგილე გიორგი შარაშიძე. 

თავდაცვის მინისტრი, ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერს აკეთებდეს ქართული ჯარის ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად, ხვდებოდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ცდილობდეს საქართელოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას და გაზრდას და იმ საფრთხეების აღმოფხვრას რის წინაშეც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არის ჩვენი ქვეყანა, ნაცვლად ამისა, როგორც ჩანს, იცლის იმისთვის, რომ საკუთარი კომფორტისთის პირადად იაროს, სხვათაშორის, მაღაზიებში და ბიუჯეტის ფულით, ჯარის ფულით, ხალხის ფულით შეიძნოს უახლესი მოდელის ტელეფონები, სასმელები. ჩემი აზრით, აუცილებელია დროულად დაიწყოს გამოძიება იმისთვის, რომ ყველა ჩინოვკინი, ვისაც ასეთი ტიპის გადაცდომა აქვს, ვინც ჩაიდინა, ფაქტობრივად, ეკონომიკური დანაშაული, რომელიც უფრო მეტიც არის, ვიდრე ეკონოიკური დანაშაული, სატანადოდ იყოს დასჯილი, - ამბობს შარაშიძე. 

თავდაცვის სამინისტრო დიდ სკანდალში ეხვევა. საქმე ეხება უწყების გადამალულ დოკუმენტებს, რომელიც ექსკლუზიურად ნოდარ მელაძის შაბათის გუნდმა მოიპოვა.

ირკვევა, რომ თავდავის უწყება ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. დოკუმენტის თანახმად ბურჭულაძის უწყება ფულს  არაყში, ღვინოში, კონიაკსა და ბოლო მოდელის აიფონებში ხარჯავს. 

ამის მიუხედავად,  შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე საბუთები არ ატვირთეს.