ღამის ცხოვრება კომენდანტის საათის დროს - ფარული ჩანაწერები "ოცნების" დეპუტატის კაზინოდან (ვიდეო)
ღამის ცხოვრება კომენდანტის საათის დროს - მაშინ როცა კორონავირუსის რეგულაციების გამო, ყველა ბიზნესი დაკეტილია, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ისკო დასენის სლოტკლუბი 777 ღამის საათებში შეუფერხებლად მუშაობს. ტვ პირველის შაბათის ეთერმა მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ კაზინოების ქსელი კანონდარღვევით მუშაობს. გადამღებმა ჯგუფმა კანონდარღვევის ფაქტზე პოლიციას მიმართა, თუმცა პოლიცია ადგილიდან შავ ჯიპში მყოფმა პირმა გააბრუნა.