უნიჭოდ დადგული შოუ - ღარიბაშვილი მელიაზე

09.05.21 11:05
უნიჭოდ დადგული შოუ - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა უნიჭოდ დადგული შოუა. ღარიბაშვილის თქმით, ნიკა მელიას თემა საინტერესო აღარ არის.

აღარ არის საინტერესო. დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგული სპექტაკლები და შოუ, არ მაინტერესებს.მე მაქვს შემდეგი პოზიცია - ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა, რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქი-ბუქობდა ტყუილად და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად", - თქვა ღარიბაშვილმა.