ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიაში მიემგზავრება

09.05.21 13:15
ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიაში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან – პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც „ვილა ვოდნოს“ სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს – შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

მსგავსი სიახლეები