სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა გაიარა მელიას ღირსებაზე - მათიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან მათიკაშვილმა, თანაპარტიელების მსგავსად, მელიასთვის გირაოს გადახდა სპექტაკლად შეაფასა. მათიკაშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მრუდე ამბიციებმა მელიას ღირსებაზე გაიარა.
ეს ტრაგი-კომიკური სპექტაკლი სრულდება, ტრაგიკული იმიტომ რომ მართლაც ამ ყველაფერმა მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა გაიარა ნიკანორ მელიას ღირსებაზე მართლაც და კომიკური იმიტომ, რომ ამდენი გადათქმა, ამდენი პირობა და შეუსრულებელი პირობა და საბოლოოდ ის, რაც საზოგადოებამ ისედაც ძალიან კარგად იცოდა, რომ ყველა კანონის წინაშე არის თანასწორი", - თქვა მათიკაშვილმა.