კორუფციაში მხილებული მინისტრი ტვ პირველის წინააღმდეგ სასამართლო დავას აანონსებს

09.05.21 15:22
კორუფციაში მხილებული მინისტრი ტვ პირველის წინააღმდეგ სასამართლო დავას აანონსებს

ელიტურ კორუფციაში მხილებული აჭარის ფინანსთა მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე,  ტვ პირველის წინააღმდეგ სასამართლო დავას აანონსებს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მხოლოდ 2 ტელეკომპანიის - "აჭარისა" და "პოსტვ-ის", ჟურნალისტები მიიწვია. ჯაბა ფუტკარაძე, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება სუს-მა დაიწყო, ამბობს, რომ კორუფციაში ჩართული არ ყოფილა.

ტელეკომპანია პირველზე, კერძოდ, "ნოდარ მელაძის შაბათში" ,გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი და აჭარის ფინანსთა სამინისტროს დისკრედიტაციას. მნიშვნელოვანია, რომ არც საქმეში არსებული დეტალები და არც სიუჟეტში მოწვეული რესპოდენტები არ და ვერ ადასტურებენ, როგორც ჩემი ან პირდაპირი, ან ირიბი ფორმით ჩართულობას და რაიმე კავშირს საქმესთან, ჩვენ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს ვუჩივით სასამართლოში", - ამბობს ჯაბა ფუტკარაძე.

ჯაბა ფუტკარაძემ ტვ პირველთან კომენტარის გაკეთება არც დღეს ისურვა.

ჯაბა ფუტკარაძე იმ სიუჟეტს აპროტესტებს, რომელიც მილიონნახევრიან კორუფციულ სკანდალს ეხება. "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერმა ელიტური კორუფციის ის დოკუმენტი მოიპოვა, რომელსაც გრიფით საიდუმლო დაადეს. სუს-ის საგამოძიებო მასალებით ირკვევა, რომ 2020 წლის ზაფხულში  ირანელ ბიზნესმენს  სასტუმროს ასაშენებელი მიწის ყიდვის  სანაცვლოდ მინისტრი ფუტკარაძე ქრთამს, დაახლოებით 348 ათას დოლარს,  სთხოვდა.

მსგავსი სიახლეები