ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება
ნიკა მელიასთვის აღკვეთის შეცვლის სასამართლო პროცესი დღეს არ ჩატარდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის თარიღი ხვალ დილით გახდება ცნობილი. პროცესი სავარაუდოდ, ხვალვე გაიმართება.
პროკურატურამ შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.