ევროკავშირის მიერ გირაოს დაფარვა განაცხადია, რომ მელია პოლიტპატიმარია - სამადაშვილი

09.05.21 17:05
ევროკავშირის მიერ გირაოს დაფარვა განაცხადია, რომ მელია პოლიტპატიმარია - სამადაშვილი

სალომე სამადაშვილის შეფასებით, ევროკავშირმა და ევროპული დემოკრატიის დამოუკიდებელმა ფონდმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სამადაშვილის თქმით, გირაოს გადახდა პოლიტპატიმრად აღიარებას ნიშნავს.

ძალიან უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა და ევროპული დემოკრატიის დამოუკიდებელმა ფონდმა და გირაოს თანხა ძალიან სწრაფად დაფარა. ეს არის პირდაპირ განაცხადი, რომ ნიკა მელია პოლიტიკური დევნის ობიექტია და ის პოლიტიკური პატიმარია. სწრაფად ციხიდან გამოსაყვანად ევროკავშირი მზადაა, გადაიხადოს ის გირაო, რომელსაც ხელისუფლება ითხოვს" - თქვა სამადაშვილმა.