შეიძლება ითქვას, რომ მე უკვე დავტოვე პარტია - სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილის თქმით, მან "ნაციონალური მოძრაობა" უკვე დატოვა. ამის შესახებ სამადაშვილმა ტვ პირველზე, "დღის ამბებში", განაცხადა.
ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან და ამის შემდეგ ჩემი ოფიციალური განცხადება პარტიის დატოვების შესახებ ცხადია ექნება უკვე მიღებული შესაბამისად პარტიის თავმდჯომარეს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მე უკვე დავტოვე პარტია," - თქვა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი დამოუკიდებლად მოაწერა. "ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეთანხმების დოკუმენტს არ შეუერთდა.