"ლელოს" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა
პარტია "ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების მსჯელობის მთავარი თემა საარჩევო რეფორმა იყო, რომლის ინიცირება პარლამენტში სამშაბათს უნდა მოხდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განმარტეს, ბევრ კომპლექსურ ცვლილებაზე შეჯერდნენ. შეხვედრა ხვალ მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან გაიმართება.