დღეს დაიხურება სამარცხვინო ფურცელი, რომელიც "ოცნებამ" დაწერა - რუთავის ციხესთან მელიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ

10.05.21 11:14
დღეს დაიხურება სამარცხვინო ფურცელი, რომელიც "ოცნებამ" დაწერა - რუთავის ციხესთან  მელიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ

ხუთი საათი ნიკა მელიას გათავისუფლებამდე - რუსთავის ციხესთან მელიას გულშემატკივრები და მისი პარტიის წევრები არიან შეკრებილები. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები პოლიტიკოსის გათავისუფლებას სწორედ ციხესთან ელოდებიან.

"პირველების" ინფორმაციით, მელია პირდაპირ პარტიაში წავა, სადაც თანაგუნდელებს შეხვდება.

,,დღეს დაიხურება ის სამარცხვინო ფურცელი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაწერა" - აცხადებს "ტვ პირველთან" დავით კირკიტაძე. 

,,ენმ"-ს წევრის თქმით, პარტიის თავმჯდომარის გათავისუფლების შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილ მიზნებზე კონცენტრირდება.

მთავარი მიზანია, ამ ქვეყნიდან ადამიანები არ გარბოდნენ. მას შემდეგ, რაც დასრულდება ნიკა მელიას უკანონო, პოლიტიკური პატიმრობა, გადავერთვებით იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მომავალი იყოს უკეთესი- აცხადებს კირკიტაძე. 

,,ენმ"-ს კიდევ ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადებით, ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს თანხა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს. 

ევროკავშირი გირაოს კი არ იხდის, იხდის გამოსასყიდს. ხელმოწერის დღიდან ,,ოცნებამაც" აღიარა, რომ მელია პოლიტპატიმრია- თქვა "პირველებთან" ხაბეიშვილმა. 

ხაბეიშვილის თქმით, პარტიაში პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე დისკუსია მელიას გათავისუფლების შემდეგ გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები