ტურისტულ სექტორში დასაქმებულებთან ერთად ვგეგმავ აცრას - თურნავა

10.05.21 12:46
ტურისტულ სექტორში დასაქმებულებთან ერთად ვგეგმავ აცრას - თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა,  ტურიზმის სექტორში დასაქმებულებთან ერთად აიცრება. ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორის ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. 

დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას ახასიათებს უფრო მაღალი დადაბითობის მაჩვენებელი და დღიური ინფიცირება. პარალელურად მთავარია, წავახალისოთ მეტი ვაქცინაცია. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ტურიზმის ინდუსტრია ამოიტანა პრიორიტეტებში ვაქცინაციის თვალსაზრისით. დავიწყეთ განაცხადების მიღება. საკმაოდ კარგად მიდის პროცესი. აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც ამ დღეებში მათთან ერთად ვგეგმავ ვაქცინაციის ჩატარებას", - 

4 მაისს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მომუშავე კომპანიებს, რომელთა თანამშრომლების უმრავლესობა COVID-19-ის საწინაარმდეგო ვაქცინით აიცრება, COVID უსაფრთხო დაწესებულების სტატუსით ისარგებლებს. 

მსგავსი სიახლეები