მოსამართლე ჩახნაშვილისგან გიჟურ სამართლებრივ სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ - მელიას ადვოკატი

10.05.21 13:34
მოსამართლე ჩახნაშვილისგან გიჟურ სამართლებრივ სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ - მელიას ადვოკატი

მოსამართლე ჩახნაშვილი ხელმძღვანელობს არა კანონმდებლობით, არამედ მითითებებით, ამიტომაც მისგან გიჟურ სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ  - აცხადებს მელიას ადვოკატი. ბექა ბასილაიას ინფორმაციით, ,,ენმ"-ს ლიდერის დაკავებაც და გამოშვების გადაწყვეტილება წარმოადგენს პოლიტიკურ აქტს. 

დაკავებაც და გათავისუფლებაც პოლიტიკური აქტი იყო. რაც შეეხება მეწვრილმანეობას, რასაც დღეს ადგილი აქვს, ეს გამოსულია მორალური სამართლებრივი ჩარჩოებიდან და მორალურ ზღვარს მიღმაა. მოსამართლე ჩახნაშვილთან დაკავშირებით ძნელია სამართლებრივი პროგნოზის გაკეთება, რადგან ის რამე კანონმდებლობით კი არა, მითითებით ხელმძღვანელობს. დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულია, ამიტომაც მოსამართლისგან რამე გიჟურ სამართლებრივ სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ - აცხადებს ბექა ბასილაია.

,,ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის გირაოს თანხა ევროკავშირმა შაბათს, 8 მაისს,  გადაიხადა. ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო  16 საათზეა ჩანიშნული.  პროცესის დასრულების შემდეგ ნიკა მელია რუსთავის მე 12-ე დაწესებულებას დატოვებს.