უკვე სხვა მოცემულობა გვაქვს - შევა თუ არა ენმ პარლამენტში

10.05.21 13:09
უკვე სხვა მოცემულობა გვაქვს - შევა თუ არა ენმ პარლამენტში

"ნაციონალურ მოძრაობა" ლიდერის გათავისუფლების მოლოდინში - სამომავლო გეგმებზე პარტიაში ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ იმსჯელებენ. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მსჯელობა ასევე იქნება პარლამენტში შესვლასა და ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებაზე. 

მას შემდეგ რაც ნიკა მელია გათავისუფლდება, საზოგადოებას ექნება ჩვენი პოზიცია პარლამენტში შესვლა- არშესვლასთან დაკავშირებით. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს უკვე სხვა მოცემულობა გვიდგას, ის რომ ჩვენმა კოლეგებმა დაგვიყენეს რეალობა, როცა მათ პარლამენტში კონსტიტუციის ცვლილებაც შეუძლიათ, ფაქტობრივად ბოიკოტს ამ ფორმით აზრი დაეკარგა", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები