ბარბაროსული ინიციატივა - ზაალ უდუმაშვილი ამნისტიის კანონზე

10.05.21 13:27
ბარბაროსული ინიციატივა - ზაალ უდუმაშვილი ამნისტიის კანონზე

ბარბაროსული ინიციატივა, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ ამნისტიის კანონპროექტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი. უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონპროექტის შეჩერება საუკეთესო გამოსავალია, რადგან აღნიშნული კანონი ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. 

ოპოზიციის წევრი ასევე ამბობს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა, რადგან პარტიის თავმდჯომარის გარეშე ამის გაკეთება არასწორი იქნებოდა. 

ამნისტიის კანონის იმ ფორმით მიღება, რომელიც დღეს პარლამენტში არის დარეგისტრირებული და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ კანონპროექტი, ეს არის ბარბაროსული ინიციატივა, რომლის მიღებაც იქნება სერიოზული ზიანის მომტანო ზოგადად, ქვეყნისთვის. ბუნებრივია, თუ ამ კანონპროექტის განხილვა საერთოდ შეწყდება, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი. პარლამენტში შესვლის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა და ეს შეგნებულად მოხდა იმიტომ, რომ პარტიის თავმჯდომარის გარეშე ამ საკითხზე მსჯელობა წარმოუდგენლად მიმაჩნია მე, - ამბობს უდუმაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები