საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლა დაიწყება
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლა იწყება. ორ ქვეყანას შორის ვიზის გარეშე გადაადგილება დოკუმენტით გაფორმდება, რომელსაც ხელს საქართველოსა და მაკედონიის პრეზიდენტები მოაწერენ.
სალომე ზურაბიშვილი დღეს კოლეგის გარდა, ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-პრემიერსაც შეხვდება. გაფორმდება კიდევ ერთი მემორანდუმი და ის კულტურის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
იუგოსლავიის ყოფილმა სამართალმემკვიდღემ, მაკედონიამ, დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. 2020 წელს ის NATO-ს წევრი გახდა.