პროვოკაციის ელფერი გასდევს - მეუფე დიმიტრი გარეჯის ინცინდენტზე
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრის ჟურნალისტებთან ამბობს, რომ კარტოგრაფი ივერი მელაშვილის გარეჯში ჩასვლას "პროვოკაციული ელფერი" გასდევს.
როცა იცი, რომ შენი ხელის მოწერის შემდეგ, იმ კომისიის, როგორც თავმჯდომარის, იმ სალოცავში არავინ აღარ უშვებს არც მომლოცველებს და არც მოძღვრებს და შენ ჩადიხარ, რბილად რომ ვთქვა, ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად, იცი, რომ იქ შესაძლებელია მოხდეს უსიამოვნება, აი, ამ დღეს, გარკვეულწილად მე ვფიქრობ, რომ ამასაც პროვოკაციის ელფერი გასდევს", - აცხადებს მეუფე დიმიტრი.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ივერი მელაშვილს და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს, სასულიერო პირები დაესხნენ.