მელიას ვხვდებით მოლოდინით, რომ ოპოზიციას ისევ გააერთიანებს - ნიკა ფარულავა
სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ფარულავა ნიკა მელიას გათავისუფლებას რუსთავის ციხესთან ელოდება. ფარულავას თქმით, მელია ოპოზიციის გამაერთიანებლის როლს შეასრულებს.
მელია წელში გამართული გამოდის თავისი სიტყვა ბოლომდე დაიცვა და პრინციპების ერთგული გახდა. ნიკა მელიას დავხვდები ძალიან დიდი მოლოდინით, რომ ივანიშვილის მიერ შეთრეულ თამაშში ოპოზიციას ისევ გააერთიანებს. ვინაიდან ეს ოპოზიციის დაქსაქსვა მათ შორის ოპოზიციური ამომრჩევლის ერთმანეთის მიმართ მსგავსი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გეგმებში შედის, რომ რაც შეიძლება მეტი განხეთქილება გამოიწვიოს", - ამბობს ნიკა ფარულავა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება. მელიას მხარდამჭერები რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არიან შეკრებილი და მის გამოსვლას ელოდებიან.